“მარსელის” ხელმძღვანელობამ ესპანური “ბარსელონა” უარით გაისტუმრა. კატალონიელებს სურდათ ნახევარმცველი შარლ კაბორეს გადაბირება, თუმცა ფრანგებმა მასში შეთავაზებული თანხა ცოტად ჩათვალეს და მის გაშვებაზე უარი განაცხადეს.
“დიახ, ჩვენ დაგვიკავშირდა “ბარსელონას” ხელმძღვანელობა. მათ სურდათ შარლის ყიდვა, მაგრამ უარით გავისტუმრეთ. კაბორე არ გაიყიდება იმ თანხის სანაცვლოდ, რაც კატალონიელებმა შემოგვთავაზეს.” ციტირებს “მარსელის” ხელმძღვანელობის განცხადებას AS.
წყარო: soccer.ru
