ესპანურმა “ბარსელონამ” გამოთქვა ინტერესი ბრემენის “ვერდერის” ნახევარმცველ, მესუთ ოზილზე, იტყობინება El Mundo Deportivo. კატალონიელები მას შემდეგ გადაერთვნენ გერმანელზე, რაც ლონდონის “არსენალის” ნახევარმცველმა სესკ ფაბრეგასმა უარი განაცხადა “ბლაუგრანაში” გადასვლაზე. მესუთით ასევე დაინტერესებულნი არიან მადრიდის “რეალი” და მანჩესტერ “იუნაიტედი”. ამის მიუხედავად ბარსელონაში დარწმუნებულები არიან, რომ ოზილი მათ სასარგებლოდ მიიღებს გადაწყვეტილებას და ჩაიცვამს ლურჯ–ბროწეულისფერ ფორმას.
წყარო: soccer.ru
