დონეცკის “შახტარის” მცველმა დიმიტრი ჩიგრინსკიმ კომენტარი გააკეთა “ბარსელონაში” თამაშისას გატარებულ დროზე.
“ისეთი გრძნობა მეუფლება, თითქოს არსად არ წავსულვარ. მეგობრებმაც სწორედ ეს მითხრეს. ისინი ძალიან გახარებულები შემხვდნენ. ჩემს გულს ძალიან უხარია, როდესაც გარშემო ხედავს საყვარელ გუნდს, საყვარელ ქალაქს, საყვარელ სავარჯიშო ბაზას, ნათესავებს… “ბარსელონაში” გატარებულ პერიოდს ვაფასებ ნიშანი “პლიუსით”. მართალია ფეხბურთელისთვის მთავარია თამაში და რაც შეიძლება მეტი დროის გატარება მოედანზე, რითიც კატალონიურ კლუბში ყოფნისას ნამდვილად ვერ დავიკვეხნი, თუმცა ვფიქრობ, რომ ფიზიკურად და თექნიკურად უფრო გავძლიერდი. ბოლოს და ბოლოს შემიძლია ვთქვა, რომ მსოფლიოში საუკეთესო კლუბის ღირსებას ვიცავდი და ეს ძალიან მახარებს.” ციტირებს უკრაინელის სიტყვებს “blik”.
ჩიგრინსკი ასევე ორი სიტყვით შეეხო უკრაინის ჩემპიონატს და განაცხადა, რომ იქ ძალიან ბევრი მაღალ დონეზე მოთამაშე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რაც ძალიან ახარებს. დიმიტრი იმედოვნებს, რომ ევრო–2012–ზე უკრაინის ნაკრები წარმატებას მიაღწევს.
წყარო: sports.ru