workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სუბისარეტა: ”ეს არის ექსტრაორდინალურად ცუდი სიტუაცია”

სუბისარეტა: ”ეს არის ექსტრაორდინალურად ცუდი სიტუაცია”

ანდონი სუბისარეტა გაკვირვებულია ”ბარსას” ფეხბურთელების ესპანეთის ნაკრებში გამოძახების გამო. როგორც მოგეხსენებათ, ვისენტე დელ ბოსკემ “ბარსელონას” შვიდი ფეხბურთელი გამოიძახა ნაკრებში, რომლებიც 11 აგვისტოს ამხანაგურ თამაშს ჩაატარებენ მექსიკის წინააღმდეგ.
”ბარსელონას” სპორტული დირექტორი, ანდონი სუბისარეტა ამბობს, რომ მას სწორად არ მიაჩნია დელ ბოსკეს გადაწყვეტილება:”არ არის სწორი, როდესაც ნაკრებში იძახებ არდადეგებიდან ახლად დაბრუნებულ ფეხბურთელებს, ისინი უბრალოდ არ არიან სათამაშო ფორმაში”.

”ბარსას” შვიდი ფეხბურთელი ისე გაემგზავრება მექსიკაში, რომ მათ ვარჯიში ჩატარებული არ ექნებათ პეპ გუარდიოლასთან. სუბი ამბობს, რომ მათ თითქმის აღარ დარჩებათ დრო ესპანეთის სუპერთასისთვის მოსამზადებლად, რომელის 14 აგვისტოს სევილიაში გაიმართება. მაგრამ საუბრის ბოლოს მან განაცხადა, რომ “ბარსელონა” არასოდეს არაფერს დათმობს.

წყარო: fcbarcelona.cat

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში