workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესი რამდენიმე წუთს ითამაშებს

მესი რამდენიმე წუთს ითამაშებს

გუშინ საღამოს სეულში “ბარსელონას” წარმომადგენლები და აზიური ტურის ორგანიზატორები შეხვდნენ. ამ შეხვედრის მიზანი იყო ლეო მესის დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობის საკითხის განხილვა.

 პეპ გვარდიოლას გადაწყვეტილება ეჭვქვეშ დადგა, მას შემდეგ რაც ლეომ ბოლო ვარჯიშზე დიდი პროგრესი განიცადა. ასევე გასათვალისწინებელია ის, რომ მატჩამდე ფეხბურთელები კიდევ ერთ სავარჯიშო სესიას ჩაატარებენ. მწვრთნელებმა გადაწყვიტეს, რომ არგენტინელი ვარსკვლავი მზად იქნება რამდენიმე წუთით მინდორზე გამოსასვლელად.

 პლიუს ამას, კლუბის წევრებმა გაითვალისწინეს აზიელი ფანების უზარმაზარი სურვილი ენახათ პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელის თამაში. ასე რომ, დიდი შანსია დღეს კიდევ ერთხელ ვიხილოთ “ოქროს ბიჭუნა” საქმეში.

წყარო: www.fcbarcelona.cat 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში