როგორც მოგეხსენებათ, უკვე დიდი ხანია კატალონიის “ბარსელონას” სურს გაყიდოს ბელორუსიელი ნახევარმცველი, ალექსანდრე გლები. FootballPress–ის ცნობით, გლები შეიძლება გადავიდეს “ლიონში”. ამის მიუხედავად ფრანგებს ფეხბურთელისადმი დაინტერესება არ გამოუთქვამთ. ალექსანდრეს აგენტმა, ნიკოლაი შპილევსკიმ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მისი კლიენტის მომავალი 2 კვირაში გაირკვევა.
იმედია 2 კვირის შემდეგ ყველაფერი მოგვარდება და აღარ მოგვიწევს ამდენი ჭორის მოსმენა. გლები ამ დროისათვის ნამდვილად არაა “ბარსელონას” დონის. იგი კლუბში რომც დარჩეს, ექნება ძალიან ცოტა (ან საერთოდ არ ექნება) სათამაშო დრო.
წყარო: soccer.ru
