workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
იბრა: ” ბარსადან წასვლაზე არასდროს მიფიქრია”

იბრა: ” ბარსადან წასვლაზე არასდროს მიფიქრია”

კატალონიის “ბარსელონას” შვედმა შემტევმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა,რომ კლუბიდან წასვლაზე არასდროს არ უფიქრია.მისი თქმით იგი ძალიან ბედნიერია, რადგან მსოფლიოს საუკეთესო კლუბის რიგებში ირიცხება და ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელადაც მოისაზრება. იბრა ახალ, მისთვის კი “ბლაუგრანაში” მეორე სეზონს დიდი იმედებითა და ენთუზიაზმით ხვდება. მისი თქმით, იგი მოტივირებულია ისე როგორც არასდროს და ყველაფერს გააკეთებს რათა “ბარსაში” საკუთარი თავი საუკეთესო კუთხით წარმოაჩინოს და ძველი ფორმა დაიბრუნოს.

“სატრანსფერო ფანჯრის გახსნის მომენტიდან ბევრმა კლუბმა გამოთქვა ჩემდამი ინტერესი, მაგრამ კონტაქტი არცერთ მათგანთან არ მქონია. მე ყოველთვის ვაფიქსირებდი და ახლაც კიდევ ერთხელ წარმოვაჩენ ჩემს აზრს, “ბარსა” მსოფლიოს საუკეთესო კლუბია და აქედან წასვლა არასდროს მიფიქრია”.

მისია : ” ჩემპიონთა ლიგა”

იბრაჰიმოვიჩი მოუთენლად ელის ახალი სეზონის დაწყებას და იმედოვნებს, რომ ეს სეზონი მისთვის უფრო წარმატებული გამოდგება. ” იბრა” მზადაა ყველა ფრონტზე საბრძოლველად, მაგრამ საიდუმლოს არავისთვის არ წარმოადგენს ის ფაქტი,რომ მისი მთავარი მიზანია აისრულოს საწადელი და გახდეს ” ჩემპიონთა ლიგის” გამარჯვებული.

გვარდიოლას ფაქტორი

ზლატანი ძალიან ბედნიერია, რადგან მას კლუბში ნდობა გამოუცხადეს.ამის თქმა კი განსაკუთრებით “მისტერზე” შეიძლება. მიუხედავად არც თუ ისე წარმატებული სეზონისა, პეპს ჯერ კიდევ ჯერა მისი და მასზე ძალიან დიდ ავანსებს გასცემს. იბრამ აღნიშნა, რომ გუარდიოლას ნდობა მას ძალიან ეხმარება და სასიკეთოდ აისახება მის თამაშზე.

იბრამ ისაუბრა წლეულს “ბარსას” პირველ შენაძენ დავიდ ვილიაზე.” ჩემი აზრით ვილია მსოფლიოს ერთ–ერთი საუკეთესო ფეხბურთელია.ძალიან მახარებს, რომ იგი ამიერიდან “ბარსას” რიგებში ითამაშებს.ეს ბარსას შეტევით ხაზს კიდევ უფრო გააძლიერებს.

“იბრაკადაბრა” ასევე შეეხო “მადრიდის რეალსაც”. არავისთვის სიახლეს აღარ წარმოადგენს ის ფაქტი ,რომ იგი ჟოზე მაურინიოს საყვარელი ფეხბურთელია და უარს არ იტყოდა, მის ტრანსფერზე “რეალში”.

“მაურინიოს მე ძალიან კარგად ვიცნობ.ვერ უარვყოფ იმ ფაქტს,რომ იგი მსოფლიოსერთ–ერთი საუკეთესო მწვრთნელია.დაწრმუნებული ვარ იგი “რეალს” ძალიან გააძლიერებს. მაგრამ ბარსა სხვა დონეა,მარტო ის ფაქტიც საკმარისია, რომ 8 ფეხბურთელი წლევანდელ მუნდიალზე მსოფლიო ჩემპიონი გახდა”.

წყარო:sport.es

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში