მიუხედევად იმისა, რომ “ბარსას” პირველი გუნდის ფეხბურთელების უმრავლესობას ჯერ კიდევ არდადეგები აქვთ, მაინც გამონახეს დრო, რათა სწვეოდნენ თავიანთ კლუბს და მოეკითხათ მეგობრები. დღეს “ბარსელონას’ პუიოლი ეწვია.
კარლესი პირველად ჩავიდა კლუბში მსოფლიო ჩემპიონის სტატუსით და შესაბამისად, მას ძალიან თბილი დახვედრა მოუწყეს, მან უამრავი მილოცვა მიიღო თანაგუნდელებისაგან. კარლესმა ასევე ინახულა “ბარსელონას” მეკარეების ახალი მწვრთნელი, რომელიც როგორც იცით ბარსას ფეხბურთელის, სერხი ბუსკეტსის მამა გახლავთ.
როგორც ზევით მოგახსენეთ, მსოფლიო ჩემპიონების გუნდში დაბრუნებამდე ჯრ კიდევ საკმაოდ დიდი დროა დარჩენილი, მაგრამ ზოგიერთ მათგანს უკვე ძალიან უნდა მალე დაუბრუნდეს სამუშაოს. ერთ-ერთი მათგანი პიკე გახლავთ, რომელიც პირველი იყო, ვინც კლუბში ჩავიდა და თანაგუნდელები ინახულა.
barca.ru
