ლონდონის “ჩელსიმ” კატალონიის “ბარსელონას” ყოფილ სპორტის დირექტორ ჩიკი ბეგერისტაინს სამუშაო შესთავაზე ანალოგიურ პოსტზე, იტყობინება sport.es. “ჩელსის” პრეზიდენტ რომან აბრამოვიჩს სჯერა, რომ ჩიკი მის გუნდს დაეხმარება სეზონის კარგად ჩატარებაში და ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვების მოპოვებაში. ბეგერისტაინი “ბარსელონაში” 2003 წლიდან იყო და სულ ახლახანს პრეზიდენტ ჟოან ლაპორტასთან ერთად დატოვა თავისი პოსტი. ასევე გეტყვით, რომ ლონდონელების ამჟამინდელი სპორტის დირექტორი გახლავთ ფრანკ არნესენი.
წყარო: sports.ru
