workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“მალიორკა” ევროპის ლიგიდან მოკვეთეს – ხსნა თუ ტრაგედია?

“მალიორკა” ევროპის ლიგიდან მოკვეთეს – ხსნა თუ ტრაგედია?

მართალია ამ სიახლეს არავითარი კავშირი არ აქვს ამ საიტის უმთავრეს დანიშნულებასთან, მაგრამ მჯერა, რომ გულგრილები არ ვართ “მალიორკის” მიმართ “ბარსელონას” გულშემატკივრები, თუნდაც იმიტომ, რომ ამ კლუბთან ჩვენ ნადალი გვაკავშირებს. ახლა კი ეს კავშირი უფრო განმტკიცებულია, ვინაიდან “ბარსელონას” ყოფილი სამი ფეხბურთელი მართავს კლუბს. ყველას მინდა ბოდიაში მოგიხადოთ, ვისაც ეს საკითხი არ გაღელვებთ, მაგრამ ვთვლი, რომ საჭიროა ადამიანები ინფორმირებულები ვიყოთ იმ ქვეყნის ჩემპიონატის გუნდებით, სადაც ჩვენი საყვარელი კლუბი ასპარეზობს. 

რა თქმა უნდა ძალიან ბევრი შეიძლება ვისაუბროთ მარაზმატულ, უმაღლეს საფეხბურთო ორგადნიზაციებზე FIFA-სა და  UEFA-ზე. შეიძლება, რომ დიდხანს ვაძაგოთ იმის გამო, რომ ფეხბურთში არ ნერგავს ახალ ტექნოლოგიებს, იმის გამო, რომ ატარებენ იდიოტურ როტაციას მსოფლიო ჩემპიონატის ჩასატარებლად სხვადასხვა ჩემპიონატზე და კიდევ უამრავი რამისთვის.

სამართლიანია კი, როცა მდიდრებისთვის ყველაფერია დაშვებული? როცა ღარიბები იჩაგრებიან. ბატონებო ჩვენ კაპიტალისტურ სამყაროში ვცხოვრობთ. აქ შეიძლება ბანკროტად გამოგაცხადონ, როგორც ეს იყო British Petroleum-ისა და  Ford-ის შემთხვევაში, სავაჭრო ბაზრის წესები ასეთია. პატარა კომპანიები ცდილობენ, რომ არ გაუწიონ წინააღმდეგობა მსხვილ კომპანიებს. რატომ? იმიტომ , რომ ერთ მშვენიერ დღეს ფსკერზე აღმოჩნდები. საჭიროა, რომ ყველაფერს რეალურად ვუყუროდ და არ დავკარგოდ საკუთარი ძალების შეფასების უნარი. ვფიქრობ “მალიორკა” არც თუ იმედის თვალით უყურებდა თავის შესაძლებლობას ევროპა ლიგაზე. კიდევ კარგი, რომ გუნდი საჩემპიონთალიგო ზონაში არ მოხდა, ვინაიდან მან უამრავი ლიდერი დაკარგა, რომელსაც შემცვლელები არ მოეპოვება. ახალი ფეხბურთელების შესაძენად კი სახსრები აღარ არის.

რას გვაჩვენებდა “მალიორკა”? მნიშვნელოვანს არაფერს… შეიძლებოდა, რომ ყველაფერი საპირისპიროდაც ყოფილიყო და მისთვის ევნო. ისედაც ცუდ დღეში მყოფ “მალიორკას” გაუჭირდებოდა ორ ფრონტზე ბრძოლა. გავიხსენოთ “ასტონ ვილა”, რომელიც მსხვერპლზე მიდიოდა იმისათვის, რომ შიდა ჩემპიონატში თავი გადაერჩინა. არჩევანი სახარბიელო არ იქნებოდა, ან გმირული ბრძოლა ევროპა ლიგაზე, ან აუცაიდერის როლი პრიმერაში, თავის გადარჩენისთვის ბრძოლა. ჭირდება კი ეს “მალიორკას”? ჭირდება კი ასეთი გუნდი “ევროპულ თანამეგობრობას”? გამალებული ბრძოლა, რომ აწარმოონ უეფას რეიტინგის პირველი ადგილისათვის ინგლისის ჩემპიონატთან. საჭიროა, რომ ასე გამალებით იბრძოლო გადასარჩენად და საკუთარი შესაძლებლობის მაღალ დონეზე აყვანა? ვგონებ პასუხი უკვე იცით.

სპორტული თვალთაზრისით ეს უსამართლოა, ფეხბურთელებმა იწვალეს, მოაგროვეს ქულები და განაგრძობდნენ პროგრესირებას. ეს თუ არა სხვაში რაში არის სპორტის აზრი? სამწუხაროდ ფეხბურთი ნაკლებად არის დღეს სპორტი, ის უფრო ბიზნესად იქცა. გული მტკივა ფეხბურთელების გამო, მათ ამ წარმატებას საკუთარი, თავდაუზოგავი შრომის ხარჯზე მიაღწიეს. დღეს იმ “მალიორკიდან”, რომელმაც საგზური მოიპოვა, გუნდი დატოვა და ბევრი აწი დატოვებს კლუბს.

დღევანდელი ფეხბურთი 20-30 დიდი კლუბის საკუთრებად იქცა, რომლებიც ყოველთვის ერთმანეთში გაითამასებენ უმთავრეს საფეხბურთო ჯილდოებს. ვერც ერთი ამ კლუბთაგანი ვერ იტანს “სითავხედეს”, იმისატვის, რათა მათ რიგებამდე მიაღწიო საჭიროა, როგორც ინგლისელები იტყვიან  «step by step», როგორც ეს “ლიონმა” გააკეთა. როგორც “ვილიარეალი” იქცა სოფლის გუნდიდან ანგარიშგასაწევ ძალად.

ყველაზე მწარე არის იმის გაცნობიერება, რომ “მალიორკასთვის” უმჯობესია, რომ არ იასპარეზოს ევროპა ლიგაზე.

P.S იმედია გამიგებთ თუ რის თქმას ვცდილობდი.

სტატია მოამზადა მამუკა უგრეხელიძემ (busquets)

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში