შემდეგ კვირაში “ბარსელონა” 2010-11წ.წ. სეზონის მესამე ახალწვეულს წარადგენს. პირველი ორი შენაძენი არის ვილია და ადრიანო. მესამე კი იქნება დაცვითი სტილის ნახევარმცველი. დიდი შანსია, რომ ის შეძენილი იქნეს პრიმერაში მოასპარეზე გუნდისაგან, მაგრამ არ გამოირიცხება ისიც, რომ ამ პოზიციაზე ფეხბურთელი ფრანგული ლიგა 1-დან გადმოიბირონ. ეს ფეხბურთელი კი გუნდში იაია ტურეს მემკვიდრე უნდა გახდეს, რომელიც “მანჩესტერ სითიში” 30 მილიონის სანაცვლოდ გადაბარგდა და ამავდროულად სერჟი ბუსკეტსის დუბლიორი იქნება.
კლუბი უკვე დიდიხანია მუშაობს იმისათვის, რატა ჩამშლელი ნახევარმცველის პოზიციაზე ფეხბურთელი შეიძინოს. ამჟამად გუნდში მხოლოდ ბუსკეტს ძალუძს საყრდენად თამაში. ვინც არ უნდა მოვიდეს გუნდში გავლენას არ იქონიებს ფაბრეგასის ტრანსფერზე, საყრდენის შეძენის გადადება საღ აზრს არის მოკლებული
წყარო: www.sport.es
