ერთ–ერთ ინტერნეტ ვებ–გვერდზე ჩატარდა აუქციონი. აუქციონზე გატანილი იყო ბურთი, რომლითაც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ანდრეს ინიესტამ ჰოლანდიელთა კარი აიღო. საბოლოოდ ბურთი გაიყიდა 74 ათას დოლარად. ეს ფული მთლიანად გადაერიცხა ნელსონ მანდელას კომპანიას, რომელიც იბრძვის შიდსის და ტრეფიკინგის წინააღმდეგ.
წყარო: soccer.ru
