ცნობილმა ფრანგი მწვრთნელი, ლუის ფერნანდესი თვლის, რომ ”ბარსელონას” ერის დამთავრებაზე საუბარი ჯერ ადრეა.
”ძალიან მიყვარს ამჟამინდელი ”ბარსა” და მისი დრო ჯერ არ წასულა! ”ბარსელონა” – ეს თამაშია, ”ბარსელონა” – ეს სტილია და ამ ისტორიას ჯერ კიდევ დიდი ხანი არ დაესმევა წერტილი! როდესაც შენ ამ კლუბის ახალგაზრდა ფეხბურთელებს ხედავ, მაშინ მიხვდები, რომ კატალონიელების დიადი ისტორია გაგრძელდება. ჩვენ კიდევ დიდ ხანს გვექნება საშუალება დავტკბეთ ”ბარსელონას” თამაშით. სამშაბათს კი, ”ბლაუგრანამ” წააგო თამაში მეტოქესთან, რომელმაც ყველაზე კარგად იცოდა კატალონიელების სუსტი და ძლიერი მხარეები.” – განაცხადა ლუის ფერნანდესმა.