workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
იბრამ გადაწყვიტა:”ის რჩება”

იბრამ გადაწყვიტა:”ის რჩება”

სულ რამდენიმე დღის წინ, “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ კომენტარი გააკეტა ზლატან იბრაჰიმოვიჩის კლუბის შესაძლო დატოვების შესახებ და აღნიშნა,რომ ახლა ყველაფერი თვითონ ფეხბურთელზე იყო დამოკიდებული და ახლა მისი გადასაწყვეტი იქნებოდა გუნდში დარჩენა-არ დარჩენის საკითხი. “იბრაკადაბრას” გადაწყვეტილებით,იგი “ბარსაში” ძალებს შემდეგ სეზონშიც მოსინჯავს.ექსპერტთა უმრავლესობა თვლის,რომ გასული წელი შვედისთვის არც ისე ცუდი გამოვიდა,მაგრამ შვედისგან ამ სეზონში ყველა ბევრად მეტს ელის. ისტორიულად მრავლადაა შემთხვევები,როცა ფეხბურთელი კლუბის დატოვებასთან ძალიან ახლოს იყო,მაგრამ დარჩა და შემდეგ სეზონში გუნდის ერთ–ერთი საკვანძო ფიგურა გახდა.ვიმედოვნოთ ზლატანის შემთხვევაშიც ასე მოხდება.შორს რომ არ წავიდეთ,ასე მოხდა 2 წლის წინაც როცა “მისტერის” გუნდში მოსვლის შემდეგ, “ბარსას” კამერუნელი ფორვარდი სამუელ ეტოო ძალიან ახლოს იყო გუნდის დატოვებასთან. გვარდიოლამ თავის პირველივე პრესკონფერენციაზე ბარსას მწვრთნელის რანგში, ისაუბრა კლუბში არსებულ სიტუაციაზე და გაამხილა დამოკიდებულება იმ დროისთვის გუნდის ლიდერების შესახებ.იგი შეეხო დეკოს,რონალდინიოსა და ეტოოს საკითხს. საბოლოოდ დეკომ ჩელსის მიაშურა,რონალდინიომ კი მილანში გადაწყვიტა მოესინჯა ძალები.სამუელ ეტოოსთვის, კი როგორც შემდგეგ გაირკვა “ბლაუგრანას” შემადგენლობაში უკანასკნელი წელი გამოდგა ყველაზე წარმატებული მისი კატალონიურ გრანდში ყოფნის განმავლობაში.

იბრას ძალიან სურს ჩემპიონთა ლიგის მოგება და იცის,რომ ტიტულის მოპოვების ყველაზე დიდი შანსი “ბარსელონასთან” ერთად ექნება. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია იმედი ვიქონიოთ,რომ 2010–2011 წლების სეზონი შვედისთვის წარმატებული გამოდგება და იგი შეძლებს ოცნების ასრულებას. :

 

წყარო: wwww.sport.es

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში