workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

სესკ ფაბრეგასთან დაკავშირებული ჭორები არ წყდება. ინგლისში ფიქრობენ, რომ ფეხბურთელს კვლავ სურს, იყოს მეთოფე, კატალონიაში კი–პირიქით. თავად ფეხბურთელი დუმს და აცხადებს, რომ ყველაფერი ვენგერის ხელშია. ლონდონელთა თავკაცმა კი პრესასთან დააფიქსირა თავისი აზრი სესკის მომავალთან დაკავშირებით. კატალონიელი “არსენალში” რჩებოდა, თუმცა ახლა გაჩნდა პრესაში ინფორმაცია, რომ მან წერილობით მიმართა ხელმძღვანელობას მის გაშვებასთან დაკავშირებით.

მას შემდეგ, რაც ტიერი ანრიმ “ბარსელონა” დატოვა და ამერიკას მიაშურა, პრესასთან განაცხადა, რომ ფაბრეგასი ლონდონში უნდა დარჩენილიყო, მაგრამ გუშინ გამოჩნდა ინტერვიუ, რომელშიც ფრანგი სესკის სურვილებზე ალაპარაკდა. “მე ვარ “არსენალის” გულშემატკივარი, მაგრამ თუ მას სურს წასვლა, უნდა წავიდეს. ჩემთვის უკეთესია დარჩეს ამჟამინდელ გუნდში. თუ ფეხბურთელს უნდა წასვლა ძნელია უთხრა მას დარჩი აქ!”–განაცხადა ტიერიმ.

წყარო : www.sport.es

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში