ბილბაოს “ატლეტიკს” სურს გაუხანგრძლივოს კონტრაქტი ნახევარმცველ ხავი მარტინესს. მარტინესი ესპანეთის იმ 23 ფეხბურთელში შედის, რომლებიც სულ წოტა ხნის წინ მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ. ბასკებს მისი გუნდში დარჩენა 2014 წლამდე სურთ, იტყობინება Tuttomercatoweb. შეგახსენებთ, რომ 21 წლის ფეხბურთელით დაინტერესებულია ევროპული კლუბების მთელი დასტა. მათ შორის იმყოფებიან კატალონიის “ბარსელონა”, მადრიდის “რეალი” და “მანჩესტერ სიტი”. “ბარსელონას” ეს ფეხბურთელი ძალიან სჭირდება. მას შეუძლია ითამაშოს საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე. ვნახოთ თვითონ ხავი მარტინესი რა გადაწყვეტილებას მიიღებს. შეიცვლის კლუბს, თუ კვლავ ბასკების ღირსებას დაიცავს?
წყარო: soocer.ru



