Motín del Hesperia-ს სკანდალის შემდეგ, კლუბი თორმეტმა ფეხბურთელმა დატოვა. თუმცა, ხოსეპ ლუის ნუნიესმა იოჰან კრუიფის მოთხოვნების შესასრულებლად თანხები არ დაზოგა და გუნდში 13 ახალი მოთამაშე მოიყვანა.
ამჯერად, ლეგენდარული ჰოლანდიელი “ბარსელონაში” მწვრთნელის რანგში დაბრუნდა, რასაც კატალონიურ გუნდში რადიკალური ცვლილებების განხორციელება მოჰყვა.
გუნდში მოვიდნენ:
- ლუის მარია ლოპეს რეკარტე (“სოსიედადი”)
- რიკარდო ხესუს სერნა (“სევილია”)
- ალოისიო პირესი (“ინტერნასიონალი”)
- ეუსებიო საკრისტანი (“ატლეტიკო”)
- ლუის მილია (კანტერა)
- ხოსე მარია ბაკერო (“სოსიედადი”)
- აიტორ “ჩიკი” ბეგირისტაინი (“სოსიედადი”)
- ხულიო სალინასი (“ატლეტიკო”)
- ხუან კარლოს უნსუე (“ოსასუნა”)
- გილერმო ამორი (კანტერა)
- მიგელ სოლერი (“ესპანიოლი”)
- ერნესტო ვალვერდე (“ესპანიოლი”)
- მანუელ რუის იერი (“ვალიადოლიდი”)
გუნდი დატოვეს:
- ჟერარდო მირანდა (“ლას პალმასი”)
- ხოსეპ მორატალია (“ფიგერესი”)
- ვიქტორ მუნიოსი (“სამპდორია”)
- ბერნდ შუსტერი (“რეალი”)
- ფრანსისკო ხავიერ გონსალეს “ურუტი” (კარიერა დაასრულა)
- რამონ მარია კალდერე (“ბეტისი”)
- ფრანსისკო ხავიერ კლოსი (“მურსია”)
- ხოსე მანუელ მარტინესი “მანოლო” (“მურსია”)
- ანხელ პედრასა (“მალიორკა”)
- ფრანსისკო ლოპეს ლოპესი (“ოვიედო”)
- რაულ ამარილია (“ოლიმპია”)
- დავიდ ლინდე (“ლოგრონესი”)
იგრძნო რა, რომ პრეზიდენტის სავარძლის დაკარგვის საფრთხის წინაშე იდგა, ხოსეპ ლუის ნუნიესმა, მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ფეხბურთელების ტრანსფერებში 2 მილიონი პესეტა დახარჯა. Motín del Hesperia-ს სკანდალის შემდეგ, წინა სეზონიდან, გუნდში მხოლოდ 9 მოთამაშე იყო დარჩენილი. ისინი კლუბში იოჰან კრუიფის, უკვე როგორც მწვრთნელის მოსვლას ელოდნენ.
ზაფხულში განხორციელებული ათზე მეტი ტრანსფერის მიუხედავად, “ბარსელონას” ახალი ფეხბურთელების დამატება არ შემდეგში შეუწყვეტია. ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, პსვ-დან კატალონიაში, 1 მილიონი პესეტის სანაცვლოდ, რონალდ კუმანი გადავიდა, ხოლო მარტში, “ბარსამ” “ფლუმინენსედან” პარაგვაელი რომერიტო დაიმატა.
იოჰან კრუიფს მისიონერის ფუნქცია დაეკისრა. მას ჩემპიონი გუნდი უნდა ჩამოეყალიბებინა. ჰოლანდიელმა გუნდში ახალი ტაქტიკური მონახაზი – 3-4-3 დანერგა, რაც გულშემატკივრებს მოსწონდათ. შედეგად, “კამპ ნოუზე” დასწრების მაჩვენებელი თითქმის გაორმაგდა. ახალი ტაქტიკა რევოლუციის მანიშნებელი იყო, მიუხედავად იმისა, რომ კრუიფი-მწვრთნელის სადებიუტო სეზონში გუნდმა მხოლოდ 1 ტიტული მოიგო.
1988-89 წლების სეზონში, “ბარსელონამ” ესპანეთის ჩემპიონატში მე-2 ადგილი დაიკავა. არბიტრების არაერთი საკამათო გადაწყვეტილების ფონზე, “რეალმა” ქვეყნის ჩემპიონობა ზედიზედ მეოთხედ იზეიმა. ესპანეთის თასის ფინალში, რომელიც “ვისენტე კალდერონზე” გაიმართა, “ბარსა” მადრიდის “ატლეტიკოსთან” 0:4 განადგურდა. სეზონის ერთადერთი ტიტული “ბარსამ” 10 მაისს, ქალაქ ბერნში მოიგო. თასების მფლობელთა თასის გათამაშების ფინალში, კატალონიელებმა “სამპდორია” 2:0 დაამარცხეს. გოლები სალინასმა და რეკარტემ გაიტანეს, რის შედეგადაც, “ბარსამ” ეს თასი ისტორიაში მესამედ მოიგო.
1988-89 წლების სეზონის შედეგები
- ესპანეთის ჩემპიონატი – მე-2 ადგილი
- ესპანეთის თასი – ფინალისტი
- თასების მფლობელთა თასი – ჩემპიონი
1988-89 წლების სეზონის ფოტოალბომი
1988-89 წლების სეზონში “ბარსელონას” შემადგენლობა

1983: როხო – იმპულსი კანტერადან
1984: არჩიბალდი მარადონას ნაცვლად
1985: ამარილიას მოსვლა და “ვერცხლის” წელი
1986: სუბისარეტასა და ლინეკერის მოსვლა
1987: შუსტერის დაბრუნება და მორიგი სკანდალი
გაგრძელება იქნება…