მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
UEFA-ს თასი ფუტსალში. ბილეთების გაყიდვა დაიწყო

UEFA-ს თასი ფუტსალში. ბილეთების გაყიდვა დაიწყო

როგორც იცით, 26-28 აპრილს, თბილისის სპორტის სასახლე UEFA-ს ფუტსალის 2012-13 წლების გათამაშების ფინალურ ეტაპს უმასპინძლებს. ნახევარფინალში გასული 4 გუნდიდან ჩვენს ინტერესს 2 იწვევს – ჩვენებური “იბერია სტარი” და მოქმედი ჩემპიონი, კატალონიის “ბარსელონა”.

ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია. 23 აპრილამდე, ბილეთების შეძენა შეგეძლებათ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სალაროებში (11-დან 18 საათამდე), ხოლო 23 აპრილის შემდეგ, ბილეთები ასევე გაიყიდება სპორტის სასახლის სალაროებშიც. დღეში გაიმართება 2 თამაში და ერთი ბილეთით ორივეზე დასწრების საშუალება გექნებათ. ბილეთების ფასი 5 და 10 ლარია.

აქვე, გაგაცნობთ ტურნირის კალენდარს:

26 აპრილი

ნახევარფინალები

18:00 – “იბერია სტარი”-მოსკოვის “დინამო”

20:30 – “ქაირათი”-“ბარსელონა”

28 აპრილი

18:00 – მატჩი მე-3 ადგილისთვის

20:30 – ფინალი

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში