როგორც FootballPress.net იტყობინება, კატალონიის “ბარსელონამ” გაუკეთა ბოლო შეთავაზება ლონდონის “არსენალს” ცესკ ფაბრეგასის შესახებ. ესპანელები მზად არიან გადაიხადონ ფეხბურთელში 40 მილიონი ევრო. თუ ინგლისელები ამ შემოთავაზებას არ დათანხმდებიან, მაშინ “ბლაუგრანას” ხელმძღვანელობა თავს დაანებებს ფაბრეგასს და გადაერთვება იტალიელ ანდრეა პირლოზე, ბრაზილიელ რობინიოზე და ჰოლანდიელ არიენ რობენზე. ასევე შეგახსენებთ, რომ “ბარსელონამ” ტრანსფერებისათვის მხოლოდ და მხოლოდ 50 მილიონი ევრო გამოყო.
წყარო: soccer.ru
