მილანის “ინტერი” დაინტერესდა კატალონიის “ბარსელონას” თავდამსხმელი, პედრო როდრიგესით. როგორც 4–4–2.com იტყობინება, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულები დიდი ხანია აწარმოებენ დაკვირვებებს ესპანელ ფებურთელზე და მზად არიან შეიძინონ იგი 30 მილიონ ევროდ. პედროზე ასევე ინტერესი გამოთქვა ლონდონის “ჩელსიმ”. შეგახსენებთ, რომ 22 წლის თავდამსხმელს “ბლაუგრანასთან” კონტრაქტი 2015 წელს ეწურება. ვნახოთ რას იზამს ახალგაზრდა ტალანტი; დატოვებს კი იგი “ბარსელონას”?
წყარო: soccer.ru



