workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ანრი კატალონიელებს დაემშვიდობა

ანრი კატალონიელებს დაემშვიდობა

ოთხშაბათს ტიერი ანრიმ და “ბარსელონას” ხელმძღვანელობამ შეთანხმებას მიაღწიეს კონკტრაქტის ვადაზე ადრე გაწყვეტის თაობაზე. კონტრაქტის შეწყევტის შემდეგ ანრიმ დატოვა კატალონია და გაემგზარვა თავის ახალ კლუბში ” ნიუ–იორკ რედ ბულსში”. პრეზენტაციის დროს, ფრანგ ფეხბურთელს არ დავიწყებია თბილი სიტყვების თქმა “ბარსელონასთან” დაკავშირებით. შეგახსენებთ რომ ანრიმ 3 სეზონი გაატარა ესპანურ გრანდში და მოიგო ყველაფერი რისი მოგებაც კი იყო შესაძლებელი საკლუბო დონეზე. განსაკუთრებით წარმატებული მისთვის 2008–2009 წლების სეზონი გამოდგა, ხოლო პირველი და უკანსაკნელი სეზონი კი ფრანგის კარეირაში ერთ–ერთი ყველაზე გახლდათ.

მადლობა გუშემატკივრებს, მწვრთენელბსა და პრეზიდენტს

ანრიმ დიდი მადლობა გადაუახადა კატალონიურ პუბლიკას, რომელმაც ნდობა გამოუცხადა ანრის, ტიერიმ ასევე გულთბილად მოიხსენია, როგორც ფრენკ რაიკაარდი, ასევე პეპ გუარდიოლა. ფრანგ თავმდასხმელს არ დავიწყებია საქებარი სიტყვების თქმა აწ უკვე ყოფილი პრეზიდენტის, ჟოან ლაპორტას შესახებ.


განსაკუთრებული მოგონებები

ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვაზე, რომელი მომენტი იყო ყველაზე მეტად გმორჩეული კატალონიურ კლუბში გატარებული დროისას, ტიერი დაუფიქრებლად უპასუხა რომ ეს იყო, “სანტიაგო ბერნაბეუზე” ჩატარებული მატჩი, რომელშიც კატალონიელებმა 2–6 გაანადგურეს მასპინძლები და სამუდამო სირცხვილი აჭამეს მადრიდელებს. ამ გამარჯვებაში ტიერის ლომის წილი მიუძღვის, ასევე ერთ–ერთი ყველაზე გამორჩეული მომენტი იყო ჩემპიონთა ლიგის მოგება.

ტიერი ანრი გუნდში ტიტულბის მოსაგებად მოვიდა და მან აისრულა ოცნება მოეგო ჩემპიონთა ლიგა, მართლაია მან ესპანეთში მოხლოდ სამი სეზონი დაჰყო, მაგრამ ეს სამი სეზონი უდავოდ წარმატებული იყო მის კარიერაში. მან შეძლო და სამუდამოდ დაამახსოვრებინა თავი კატალონიურ პუბლიკას.

წყარო: barca.ru

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში