მოგეხსენებათ, მას შემდეგ რაც პუიოლი მსოფლიო ჩემპიონი გახდა, მან გადაწყვიტა, რომ ნაკრებში აღარ ეთამაშა. ამ ყველაფერმა ესპანეთის ნაკრების თითოეული გულშემატკივარი და ფეხბურთელი ძალიან აღაშფოთა. მისმა თანაგუნდელმა ხერარდ პიკემ განაცხადა,რომ მთლი გუნდი ცდილობს დაითანხმოს პუიოლი სანაკრებო კარიერის გაგრძელებაზე.
“ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ დავითანხმოთ პუიოლი იმაზე, რომ მან გააგრძელოს თავისი სანაკრებო კარიერა და მხოლოდ და მხოლოდ ამ მსოფლიო ჩემპიონატით არ შემოიფარგლოს. ჩვენს ნაკრებს წინ კიდევ და კიდევ დიდი წარმატებები ელის, ამიტომაც პუიოლი ამ ყველაფერს იმსახურებს. იგი გუნდისათვის ძალიან მნიშნველოვანი ფიგურაა. მთელი გუნდი ვეცდებით დავითანხმოთ პუიოლი, რათა მან შეძლოს 100– ზე მეტი მატჩის ჩატარება ეროვნულ ნაკრებში”.
წყარო: euro-football.ru
