როდესაც ლაპორტაზე ვფიქრობ, რატომღაც ასეთი წარმომიდგენია, ზღვისპირას მჯდომი. შესრულებული მისიით კმაყოფილი. ჟოან ლაპორტამ ყველაფერი გააკეთა, რაც სურდა და ახლა შეუძლია წავიდეს. ჩვენ კი, მას მადლიერების ცრემლებით ვაცილებთ, საერთოდ თუ არსებობს ასეთი რამ.
ლაპორტა და “ბარსა” – ეს ძალოსანი და მისი ძელია. სპორტსმენი საწყის აკვრას აკეთებს, ძელს თავს ზემოთ წევს და ამ დროს ჩაცუცქულია, ხოლო ბოლოს ფინალურ მოძრაობას იყენებს, რათა სიმძიმიანად ფეხზე ადგეს. როდესაც ლაპორტა ბლაუგრანაში მივიდა, ძალოსანი უკვე დიდი ხანი იყო ჩაცუცქული. დონ ჟოანმა მთელი ძალა მოიკრიბა, რათა ფეხზე ამდგარიყო და შემდეგ, გამარჯვების ნიშნად დაეჭექა.
“ბარსელონა” ყოველთვის ერთნაირი იყო და ამავდროულად, განსხვავებული. მას ის ადამიანი აკლდა, რომელიც მის ცალკეულ ნაწილებს შეკრავდა და სრულყოფილ პროდუქტს შექმნიდა. ეს პროდუქტი კი სილამაზის, სიმშვენიერის, წინააღმდეგობრიობის, მრავალწახნაგოვნების და თამაშის სიმბოლოს სახით, შევიდოდა ბერძნულ მითებში.
ჟოანმა რთული გზა გაიარა. ის გულჩათხრობილი მოზარდი იყო, რომელიც ცხოვრების მთავარ იმედგაცრუებას (დიდი ფეხბურთის უთამაშებლობა) მარტოობით ებრძოდა. თუმცა, სიძნელეები გადალახა და ჭკვიან, პატივსაცემ და ბრწყინვალე იურისტად იქცა. ამ წლებში საკუთარი ოცნების ერთგულად დარჩა – ყოფილიყო “ბარსელონა”. არ წამომცდენია, სწორედ ეს იყო მისი ოცნება.
ის ძალიან გავს ტილ შვაიგერის გმირს. ლაპორტა და როსელი რომ წარმოვიდგინოთ ახალგაზრდობაში ბარსელონას პლაჟზე წამოგორებულნი, სანუკვარი ოცნებების სიის შედგენისას, ჟოანი პირველ პუნქტად სწორედ ამას ჩაწერდა – “ვარდისფერი კადილაკი დედაჩემისთვის”, ხოლო სანდრო ერთდროულად ორ ქალთან სექსს.
ფრაზების უტრირებას ვახდენ, ხატოვნად ვლაპარაკობ. ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ როსელისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, არ შემიძლია მისი წარმოდგენა წარმატებული ბიზნესის, ლამაზად მოწყობილი კაბინეტისა და ფინანსური ანგარიშების გარეშე. ლაპორტას კი, ყოველთვის ვხედავ “ნოუ კამპის” ტრიბუნებზე. მასში გულშემატკივარს ვხედავ, საკუთარი გუნდის გულმხურვალე ქომაგს.
ყველასთვის ნაცნობი უნდა იყოს ეს გრძნობა. ბავშვობაში ზღვაზე ისვენებთ. დილით დგებით, საუზმობთ, უმალ იცმევთ საცურაო ტრუსებს და სხვადასხვა ატრიბუტებს აგროვებთ. მშობლები ყოველთვის აუღელვებელნი არიან, თითქოს ცისფერი წყლისკენ გაქცევა არ უნდათ. თითქოს, მასხრად გიგდებენ.
თქვენ ნერვიულობთ, განიცდით, გეშინიათ წვიმა არ წამოვიდეს, ცივმა ნიავმა არ დაუბეროს, ანაც დედას თავი არ ასტკივდეს და ცისფერ ტალღებთან გასატარებელ მშვენიერ დღეს არ დაემშვიდობოთ. ბოლოს, მაინც მიჰყევხართ მშობლებს. მღელვარებას ვერ მალავთ, ზღვისკენ მირბიხართ. პლაჟზე მთელი დღე თამაშობთ, კამკამა წყალში ცურავთ და ბავშურად ლანძღავთ დროს, რომელიც ჩვეულზე სწრაფად გარბის და თქვენს ბედნიერებას უმოწყალოდ კლავს. საღამოს, როდესაც ბინდი ცივად ელამუნება თქვენს ფეხებს, მზად ხართ იტიროთ. არ გინდათ, რომ ეს ბრწყინვალე დღე დასრულდეს. თქვენთვის სულერთია, რომ ხვალ ახალი დღე დაიწყება.
სწორედ ასე ვგრძნობ ლაპორტას ეპოქის დასასრულს. არ მინდა, რომ ის დასრულდეს. მინდა, რომ დრო გაჩერდეს, რათა ყველა ეს გაელვება კიდევ ერთხელ განვიცადო. ეხლა ვერავინ გამაგებინებს, რომ როსელიც არ არის ცუდი, რომ მასაც შეუძლია კლუბისთვის წარმატებების მოტანა. ყოველივე ეს ძალიან ეფემერული, მოჩვენებითია. ყველაფერი ეს მომავალშია.
დღეს კი დროა ჟოან ლაპორტას, “ბარსელონას” დიად პრეზიდენტს დავემშვიდობოთ. დროა, ყველა საქმეში წარმატება ვუსურვოთ, დროა, ისეთივე გულახდილი ღიმილით დავემშვიდობოთ, როგორითაც ის გვესალმებოდა. დროა, ლაპორტას სახელი საფეხბურთო ისტორიის ფურცლებზე ოქროს ასოებით გადავიტანოთ.
www.sports.ru
