workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გრონდონა: “მარადონას გადასაწყვეტია, დატოვებს თუ არა იგი გუნდს”

გრონდონა: “მარადონას გადასაწყვეტია, დატოვებს თუ არა იგი გუნდს”

არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა, ხულიო გრონდონამ განაცხადა, რომ ნაკრების მთავარი მწვრთნელი, დიეგო არმანდო მარადონა არ იქნება განთავისუფლებული თანამდებობიდან მსოფლიო ჩემპიონატზე მარცხის გამო, იტყობინება Channel3. შეგახსენებთ, რომ მუნდიალიდან გამოვარდნის შემდეგ, თვითონ მარადონამ განაცხადა, რომ მისი დრო ამოიწურა და რომ იგი გუნდს დატოვებს.

“გადაწყვეტილებას დარჩენის თაობაზე მიიღებს მხოლოდ მარადონა. მისი კონტრაქტი ასოციაციასთან, ჯერ არ ამოწურულა და ჩვენ მის დარღვევას არ ვაპირებთ. დონ დიეგო ერთ–ერთი ისეთი ადამიანია არგენტინაში, რომელზეც ცუდს არავინ იტყვის. იგი ნამდვილი პატრიოტია და უყვარს თავისი სამშობლო.” განაცხადა გრონდონამ.

შეგახსენებთ, რომ 49 წლის მარადონა არგენტინის ნაკრებს სათავეში 2008 წელს ჩაუდგა.

წყარო: soccer.ru 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში