დელ ბოსკემ გაანალიზა თავისი გუნდის მოწინააღმდეგის თამაში, მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში, გვამცნობს Marca.
დელ ბოსკე თვლის, რომ პარაგვაის ნაკრები ბევრი რამით ჰგავს ჩილეს ნაკრებს.
,,პარაგვაისთან თამაშში მე არ ვაპირებ ბევრი ცვლილების განხორციელებას. მოედანზე გავლენ ის ფეხბურთელები, რომლებიც უკვე თამაშობდნენ. თამაშის სრულფესოვანი ანალიზის გაკეთება შესაძლებელი იქნება მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ. რაც შეეხება ჩვენს მოწინააღმდეგეს, მათი თამაში მაგონებს ჩილელების გამოსვლას. ჩვენ არასწორად მოვიქცევით, თუ მათ სათანადოდ არ შევაფასებთ,’’-თქვა დელ-ბოსკემ.
,,ესპანელების’’ მწვრთნელმა საქებარი სიტყვები არ დაიშურა გუნდის თავდამსხმელის დავიდ ვილიას მისამართით. ,,ვილია მსოფლიოში საუკეთესო თავდამსხმელია, დღევანდელ დღეს მისი თანასწორი არავინაა. ის ამთავრებს ჩვენს შეტევებს გოლებით და ღმერთმა ქნას, რომ იმავე სულისკვეთებით გააგრძელოს’’.
წყარო: barca.ru

დელ- ბოსკე: ,,ვილია-მსოფლიოში საუკეთესო თავდამსხმელია’’.
ითამაშე პროგნოზების ლიგა!
გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.
