workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
როსელი: “-ჩვენ უმაღლეს მწვერვალზე ვიქნებით”

როსელი: “-ჩვენ უმაღლეს მწვერვალზე ვიქნებით”

სანდრო როსელ ი ფელიუ “ბარსელონას” პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას შეუდგა. უფლებამოსილების გადასაბარებელ ადგილად კი შერჩეულ იქნა ლა-მასია.

ცერემონია ზუსტად შუა დღეს დაიწყო, ტიბუნაზე ხოსეპ კუბალიესი ავიდა, რათა წარმოეთქვა თავისი უკანასკნელი სიტყვები, კლუბის გენერალური მდივნის როლში, სიტყა შემდგომ კლუბის უკვე ექს-პრეზიდენტს, ჟოან ლაპორტას გადააბარა.

“-როგორც ჩემი თანამდებობიდან მიმავალი პრეზიდენტი მინდა აღვნიშნო, რომ მე და მთელი ჩემი გუნდი, მივდივართ ბედნიერები, გაწეული საუშაოდან გამომდინარე.” მან ასევე დაამატა ისიც, რომ თავს “შემოქმედად” გრძნობს, იმ ჯილდოებისა, რომელიც კლუბმა მისი ხელმძღვანელობით მოიგო.

ლაპორტას სიტყვა არ გაუგრძელებია და ის კლუბის მოქმედ პრეზიდენტს გადაულოცა, უსურვა მას: “-მთელი გულით გისურვებთ მაქსიმალურ წარმატებას მთელი ექვსი წლის განმავლობაში”.

 

“-ჩემთვის დიდი პატივია დღეს, თქვენს წინაშე(კულეები) ავიღო “ბარსელონას” პრეზიდენტობის უფლებამოსილება. თქვენი თანადგომისი იმედი მაქვს, მე “ბარსელონას” თქვენი სურვილის ანაბეჭდად ვაქცევ და ასევე მსოფლიო ფეხბურთის მაგალითად. ჩვენ გვსურს, რომ მომდევნო ექვსი წელი ახალი ოქროს ხანა გახდეს ბარსელონიზმისათვის. მაგრამ ჩვენ ასევე გვინდა, რომ “ბარსელონა” ეკუთვნოდეს ყველა გულშემატკივარს უკლებლივ.

როსელმა გააცნობიერა, რომ : “-ძაფი წვრილია, ჩვენ ვართ “ბარსა”, ჩვენ მოვიგეთ ჩემპიონთა ლიგა, ერთი თვის შემდეგ შეგვიძლია მოვიგოთ კიდევ ერთი ჯილდო, ჩვენ ვართ კლუბი, რომელსაც ყველაზე მეტი წარმომადგენელი ყავს მსოფლიო ჩემპიონატზე. ჩვენ ვართ “ბარსა”, მე ვგრძნობ და გპირდებით, რომ ვიქნებით უმაღლეს მწვერვალზე. გაუმარჯოს “ბარსას”, გაუმარჯოს კატალონიას!!!

 

წყარო:  www.sport.es

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში