კატალონიის “ბარსელონას” და არგენტინის ნაკრების თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ გამოტოვა გუშინდელი ვარჯიში. როგორც Reuters იტყობინება, იგი არის გაციებული. მესის ძალიან უნდოდა ევარჯიშა, თუმცა მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო არმანდო მარადონამ მას ამის უფლება არ მისცა. მთელი არგენტინა და არგენტინის გულშემატკივარი იმედოვნებს, რომ ახალგაზრდა ვარსკვლავი მოასწრებს გამოჯანმრთელებას 3 ივლისამდე. შეგახსენებთ, რომ მესის გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის 1/4 ფინალურ მატჩს გერმანიის წინააღმდეგ სწორედ 3 ივლისს მართავს. ლეო ნაკრებში ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა. წინა შეხვედრებში იგი ძალიან აქტიური იყო და ცდილობდა გოლის გატანას. ჯერჯერობით მან ეს ვერ მოახერხა და სულ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ გერმანიასთან დუბლს შეასრულებს. იმედია მოახერხებს გამოჯანმრთელებას და გვასიამოვნებს თავისი ბრწყინვალე თამაშით.
წყარო: sports.ru
