მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ტიტო ”სიუტატ ესპორტივას” დაუბრუნდა

ტიტო ”სიუტატ ესპორტივას” დაუბრუნდა

კვირის ფინალური სესიაზე, რომელიც ”სიუტატ ესპორტივაზე” ჩატარდა მთავარი მწვრთნელი, ტიტო ვილანოვა იმყოფებოდა, რომელიც ნიონიდან დაბრუნდა. სესიაზე სანაკრებო მატჩებში გამოძახებული 17 ფეხბურთელი არ იმყოფებოდა.

ვილანოვას განკარგულებაში პირველი გუნდის 5 ფეხბურთელი იმყოფებოდა – პუიოლი, ტიაგო, პინტო, დოს სანტოსი და ფონტასი. სესიაზე ”ბარსა ბ”-ს ფეხბურთელებიდან მხოლოდ ბანუსი იმყოფებოდა, რომელიც სეგუნდა დივიზიონის შეხვედრის განაცხადში ვერ მოხვდა (”ბარსა ბ” ”გუადალახარას” ეთამაშება). ახალგაზრდული აკადემიიდან სესია ნახევარმცველი, ტონი სარაბრია და თავდამსხმელი, მაქსი როლონი იმყოფებოდნენ.

ფეხბურთელებეს დასვენება შემდეგ კვირამდე მიეცემათ. სავარჯიშო სესია სამშაბათს გაიმართება, რომელსაც კვლავ ვერ დაესწრებიან ნაკრებში გამოძახებული ფეხბურთელები.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში