კატალონიის “ბარსელონას” და ესპანეთის ნაკრების მცველმა, ჟერარ პიკემ, მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო, მესამე მატჩის შემდეგ გააკეთა კომენტარი. შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრებმა 2:1 დაამარცხა ჩილე და გავიდა 1/8 ფინალში, სადაც მისი მეტოქე პორტუგალია იქნება.
“ჩვენ ამ მატჩში ძალიან გაგვიჭირდა, თუმცა შემდეგ დავეუფლეთ ბურთს და დავიწყეთ ჩვენი თამაში. კარგია, რომ მოვახერხეთ ჩილეს დამარცხება და 1/8 ფინალში არ შევხვდებით ბრაზილიას. ჩვენ ვიცით როგორ დავამარცხოთ პორტუგალიის ნაკრები. ძალიან ბევრი პორტუგალიელი ფეხბურთელი თამაშობს ესპანეთის პრიმერა დივიზიონში და ვიცით თუ როგორ უნდა ვითამაშოთ მათ წინააღმდეგ.” ციტირებს პიკეს სიტყვებს AS.
წყარო: sports.ru



