დელ ბოსკე: “ჩვენ ვიცით რას ელოდება ხალხი ესპანეთის ნაკრებისგან”

დელ ბოსკე: “ჩვენ ვიცით რას ელოდება ხალხი ესპანეთის ნაკრებისგან”

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვისენტე დელ ბოსკემ გააკეთა კომენტარი 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატიზ ჯგუფური ეტაპის ბოლო, მესამე მატჩის შემდეგ. როგორც მოგეხსენებათ დელ ბოსკეს შეგირდები ჩილეს ნაკრებს დაუპირისპირდნენ და დიდი გაჭირვებით 2:1 გაიმარჯვეს.

“დღეს ჩვენთვის მთავარი იყო 3 ქულის აღება და 1/8 ფინალში თამაშის უფლების მოპოვება. მსოფლიო ჩემპიონატზე ჩვენ ვგრძნობთ ძალიან დიდ ზეწოლას. ჩვენ ვიცით რა სურს ხალხს ესპანეთის ნაკრებისგან და ვცდილობთ დავიხარჯოთ ბოლომდე. ვნახოთ სადამდე მივაღწევთ.” ციტირებს დელ ბოსკეს სიტყვებს Reuters.

ესპანეთის ნაკრების მეტოქე 1/8 ფინალში, პორტუგალიის ნაკრები იქნება. მართლაც შესანიშნავი დაპირისპირება გველის. არც ერთი მათგანი არ დათმობს არაფერს.

წყარო: sports.ru 

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია