როგორც იცით, ჩვენს საიტზე ყოველთვიურად ტარდება თვის საუკეთესო მწერლის გამოსავლენი კონკურსი. ეს კონკურსი უკვე მეოთხედ იმართებდა და პირველად ხდება, რომ გამარჯვებულის გამოვლენა თქვენ, საიტის მომხმარებლებს შეგიძლიათ. ამისთვის უბრალოდ საჭიროა ამ სიახლის ქვემოთ არსებულ გამოკითხვაში აირჩიოთ თქვენთვის სასურველი კანდიდატი. გამოკითხვაში მონაწილეობს ყველა ის მწერალი, რომელსაც ივნისის თვეში დაწერილი აქვს მინიმუმ 5 სიახლე. გაითვალისწინეთ, რომ ხმის მიცემა შესაძლებელია 30 ივნისის ჩათვლით. შეგიძლიათ არ იჩქაროთ და უახლოესი ერთი კვირის მანძილზე გააკეთოთ თქვენი არჩევანი.
შენიშვნა: გამოკითხვის გაყალბების პირველივე მცდელობისას მწერალს სამუდამოდ აეკრძალება ჩვენს საიტზე სიახლეების წერა.
