workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ინიესტა: “ჩილესთან მატჩისთვის 100%–ით მზად ვიქნები”

ინიესტა: “ჩილესთან მატჩისთვის 100%–ით მზად ვიქნები”

კატალონიის “ბარსელონას” და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველმა, ანდრეს ინიესტამ განაცხადა, რომ მზადაა მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში მიიღოს მონაწილეობა და დაეხმაროს გუნდს ჩილეს ნაკრების დამარცხებაში.

“ახლა მე ჩვეულ რეჟიმში ვვარჯიშობ და თავს შესანიშნავად ვგრძნობ. ჩილესთან მატჩისათვის 100 პროცენტით მზად ვიქნები.” ციტირებს ინიესტას სიტყვებს AP.

შეგახსენებთ, რომ ანდრესმა მიიღო ტრავმა შვეიცარიასთან მატჩისას (0:1) და ამის გამო ვერ შეძლო მონაწილეობის მიღება ჰონდურასთან მატჩში (2:0). ასევე შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრებს სჭირდება დაამარცხოს ჩილე, რათა გავიდეს 1/8 ფინალში და გააგრძელოს ბრძოლა მსოფლიოს ჩემპიონობისათვის. სხვათა შორის ინიესტამ შესანიშნავად ჩაატარა მატჩი შვეიცარიასთან. მთელი თამაში აქტიურომდა და ცდილობდა დახმარებოდა თავის გუნდს, თუმცა ეს არ აღმოჩნდა საკმარისი და “ლა როხა” მაინც დამარცხდა.

წყარო: sports.ru 

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში