workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დემიჩელისი: “ჩვენი მთავარი იარაღი სიმშვიდე და მოთმინებაა”

დემიჩელისი: “ჩვენი მთავარი იარაღი სიმშვიდე და მოთმინებაა”

როგორც იცით არგენტინის ნაკრებმა შესანიშნავად ჩაატარა მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი და ბოლო მატჩში საბერძნეთს დამაჯერებლად სძლია ანგარიშით 2:0. ამ ორიდან ერთ–ერთი გოლი მარტინ დემიჩელისმა გაიტანა. მატჩის შემდეგ მან განაცხადა,რომ მისი ქვეყნის ასეთი მიღწევა, სიმშვიდის და მოთმინების დამსახურებაა. ასევე შეგახსენებთ, რომ მარადონას შეგირდები 1/8 ფინალში მექსიკის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

“ჩვენი მთავარი იარაღი სიმშვიდე და მოთმინება გახდა. ამ თვისებებს ჩვენ მთელი მატჩების მანძილზე ვინარჩუნებდით. საბერძნეთთან მატჩისას ჩვენ ბევრი ხელსაყურელი შანსი გვქონდა გოლის გასატად, თუმცა აქედან მხოლოდ ორი გამოვიყენეთ. არგენტინა სწორ გზაზე დგას. მთავარია, არ ავყვეთ ემოციებს და გავაგრძელოთ ასეთი თამაში.” ციტირებს დემიჩელისის სიტყვებს AS.

წყარო: soccer.ru

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში