ესპანეთის თავდამსხმელი, დავიდ ვილა, რომელიც დასახელებულ იქნა ესპანეთი–ჰონდურასი (2:0), მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად, ემოციებს ვერ მალავდა მატჩის შემდეგ.
“ანგარიში შესანიშნავია. თუ დავამარცხებთ ჩილეს, პრაქტიკულად პირველ ადგილზე გადავალთ. ასე რომ ჩვენ ყველა კმაყოფილები ვართ. კარგია, რომ ჰონდურასთან გამარჯვების შემდეგ, ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. შვეიცარიასთან წაგებამ ჩვენი სულები გააცივა. დღეს ჩვენ ვითამაშეთ ძალიან კარგად, მოკლე პასებით და შევქმენით კარგი ხელსაყრელი მომენტები. ვწუხვარ, თერთმეტმეტრიანის გატანა რომ ვერ მოვახერხე, თუმცა შედეგით მაინც კმაყოფილი ვარ.” ციტირებს ვილას სიტყვებს Reuters.
წყარო: sports.ru
