მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პიკე: “მზად ვარ ხელი აგიზგიზებულ ცეცხლში შევყო, ოღონდ პეპი დარჩეს”

პიკე: “მზად ვარ ხელი აგიზგიზებულ ცეცხლში შევყო, ოღონდ პეპი დარჩეს”

კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელმა ჯერარდ პიკემ ისაუბრა ურთიერთობაზე მასსა და მთავარ მწვრთნელ, ხოსეპ გვარდიოლას შორის. ესპანელი მცველის განცხადებით, ყველაფერი ბრწყინვალედაა და მას არანაირი პრობლემა არ აქვს პეპთან; პირიქით, მისი თქმით იგი მზადაა ყველაფერი გაიღოს, ოღონდ მისტერი გუნდში დარჩეს.

 

“მზად ვარ საკუთარი ხელი აგიზგიზებულ ცეცხლში შევყო, ოღონდ გვარდიოლა ჩვენთან დარჩეს. ბევრს ეჭვი ეპარება და ამაზე ბევრს საუბრობს, თუმცა მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ ბრწყინვალე ურთიერთობა გვაქვს და იმაზე ხშირად ვბჭობთ, ვიდრე ხალხი ფიქრობს.”

 

“სათადარიგოთა სკამზე ჯდომა ჩემთვის ახალი გამოწვევაა. ეს მწვრთნელის გადაწყვეტილებაა, რომელსაც პატივი უნდა ვცე. დარწმუნებული ვარ გვარდიოლა გუნდში დარჩება, რადგან მას ძალიან უყვარს “ბარსა” და საკუთარი სამუშაო.”

 

“ჩვენ ვართ გუნდი, რომელმაც უამრავი ტიტული მოიპოვა და ნდობას ნამდვილად ვიმსახურებთ. დარწმუნებული ვარ, არ არსებობს გულშემატკივარი, რომელსაც ჩვენში ეჭვი ეპარება. ისინი ყოველთვის გვიცავენ და ბოლომდე გვქომაგობენ. “ჩელსისთან” დაპირისპირებისას “კამპ ნოუ” გადაჭედილი იქნება.” 

 

“სულ არ მაღელვებს ხვალ ვითამაშებ თუ არა. ჩემთვის მთავარია მოვიგოთ და გავიდეთ ფინალში. მე პირველ რიგში “ბარსელონას” ფანი ვარ და შემდეგ ფეხბურთელი. იმ ხალხს კი, ვინც ამბობს, რომ “ბლაუგრანას” დიადი ერა დასრულდა, ვეტყვი, რომ ამის თქმა ჯერ ძალიან ადრეა.” 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში