ლონდონის “ჩელსის” ფეხბურთელმა გარი კეჰილმა განაცხადა, რომ მის გუნდს ნამდვილად არ ელის ადვილი გასეირნება კატალონიაში, სადაც დღეს ადგილობრივ “ბარსელონას” უნდა ეპაექროს. ინგლისელი მცველის თქმით, “კამპ ნოუ” ძალიან დიდი მოედანია, რაც თამაშს ორმაგად ართულებს.
სტადიონ “კამპ ნოუზე”
“ბიჭებმა” როგორც მითხრეს, “კამპ ნოუ” ძალიან დიდი მოედანია, რაც საქმეს ბევრს ურთულებს. რაც შეეხება იქ არსებულ ატმოსფეროზე, ამას ტელევიზორშიც ძალიან კარგად ვხედავ–ბრწყინვალე გულშემატკივრობაა. ის, რომ ჩემს ბევრ თანაგუნდელს უკვე უთამაშია ამ გრანდიოზულ მინდორზე, ნამდვილად დაგვეხმარება.
უშუალოდ მატჩზე
“ვიმედოვნებ, ეს პოზიტიური სერია გაგრძელდება. ფაქტია, რომ აქ ცოტა გამართლების გარეშე ვერაფერს იზამ, თუმცა ასევე აუცილებელია ყველა ჩვენგანმა მთელი კონცენტრაცია მოახდინოს და საკუთარი დავალება მოედანზე უნაკლოდ შეასრულოს. გვესმის რაოდენ რთული დაპირისპირება გველის, მაგრამ კარგად დავიწყებთ და იმედია ასეც დავასრულებთ.”
