მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ტორესი: “ბევრი გუნდი “ბარსელონასთან” არასწორ ტაქტიკას ირჩევს”

ტორესი: “ბევრი გუნდი “ბარსელონასთან” არასწორ ტაქტიკას ირჩევს”

ლონდონის “ჩელსის” ფეხბურთელმა ფერნანდო ტორესმა ისაუბრა ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის განმეორებითი შეხვედრის თაობაზე, სადაც მისი გუნდი კატალონიის “ბარსელონას” ესტუმრება. ესპანელი ფორვარდის თქმით, ძალიან ბევრი საფეხბურთო კლუბი არასწორი ტაქტიკით თამაშობს “ლურჯ–ბროწეულისფერთა” წინაშე. “ელ ნინიომ” ასევე საქებარი სიტყვები არ დაიშურა ჩავი ერნანდესისა და ანდრეს ინიესტას მიმართ.

 

“გასაგებია, რომ “ბარსელონა” ყველა სხვა გუნდზე ერთი ნაბიჯით წინ დგას. ბოლო 5 წლის მანძილზე, კატალონიელებმა ყველა ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში ითამაშეს; მოდი და გაიმეორე ეს შედეგი! ისინი ძალიან ძლიერები არიან, თუმცა ყოველთვის საუკეთესო ვერ იმარჯვებს. მათ ჰყავთ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან ჩავი და ინიესტა. ეს ორი ნახევარმცველი როდესაც მოედანზეა, სწორედ ისინი განაგებენ მატჩის რიტმს. ერნანდესი და ანდრესი მინდორზე ნამდვილი დიქტატორები არიან.”

 

“მსოფლიოს ძალიან ბევრი გრანდი უშვებს შეცდომას “ბარსასთან” დაპირისპირებისას ტაქტიკის არჩევაში. თითქმის ყველა ცდილობს “ლურჯ–ბროწეულისფერებს” ხელი შეუშალოს ბურთის კონტროლში–აართვას ბურთი. ეს “ბლაუგრანასთან” არასოდეს ამართლებს. როცა ცდილობ მათ ხელი შეუშალო აქეთ–იქით ბურთის გორებაში, ამით ისინი უფრო მეტ ტერიტორიას იღებენ, შენზე ბევრად დასვენებულები რჩებიან და ყველაფერი მათდა სასიკეთოდ მიდის.” 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში