მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კეჰილი: “ვხვდები, თუ რამდენად რთული იქნება განმეორებითი მატჩი”

კეჰილი: “ვხვდები, თუ რამდენად რთული იქნება განმეორებითი მატჩი”

ლონდონის “ჩელსის” ფეხბურთელმა გარი კეჰილმა განაცხადა, რომ მის გუნდს “ბარსელონაზე” გამარჯვება დაცვაში კარგმა თამაშმა მოუტანა. ინგლისელი მცველის თქმით, მან ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალური მატჩიდან ბევრი რამ ისწავლა.

 

“”ბარსელონასთან” დაპირისპირებისას ერთ რამეს მივხვდი: ასეთი დონის მატჩებში შენ პირველივე წუთიდან ბოლო წუთამდე მზად უნდა იყო და ყოველთვის იბრძოლო. თუ რამდენიმე წამით გაითიშები, მოწინააღმდეგე გუნდში აუცილებლად გამოჩნდება ფეხბურთელი, რომელიც მოდუნებას ძვირად გაზღვევინებს. კატალონიელებთან დაცვაში კარგი თამაში ვაჩვენეთ, რამაც საბოლოოდ უმნიშვნელოვანესი მოგება მოგვიტანა.”

 

“ბევრი ფეხბურთელისგან გამიგია, თუ რაოდენ რთულია “კამპ ნოუზე” თამაში. ამის მიუხედავად, ჩვენ დარწმუნებულნი ვართ ჩვენს ძალებში და მზად ვართ ბოლომდე საბრძოლველად. ვიმედოვნებ, ბარსელონაში კარგად გამოვალთ.” –ციტირებს კეჰილის სიტყვებს “უეფას” ოფიციალური საიტი. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში