პეპ გვარდიოლას გუნდი ლონდონიდან დღეს დილით გაფრინდა და 15:15 საათზე ბარსელონაში დაეშვა. აეროპორტიდან გუნდი პირდაპირ ”ნოუ კამპზე” გაემგზავრა, სადაც სავარჯიშო სესია გაიმართა.
”ჩელსისთან” დამარცხების (1:0) შემდეგ გუნდმა ღამე ლონდონში გაატარა, ხოლო მეორე დილით სამშობლოში დაბრუნდა. 12 საათზე ფეხბურთელები თვითმფრინავში ისხდნენ, ხოლო დაახლოებით 15 საათზე თვითმფრინავი ბარსელონაში დაეშვა.
პირდაპირ ”ნოუ კამპზე”
აეროპორტიდან ”ბარსელონა” პირდაპირ ”ნოუ კამპისკენ” დაიძრა. ახლა საჭიროა ჩემპიონთა ლიგის შეხვედრის დავიწყება და შაბათს, მადრიდის ”რეალთან” მატჩზე კონცენტრირება. გუნდი ამჟამად ”ნოუ კამპზე” ვარჯიშობს და სესია დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.







