მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვალდესი: “მომავალს პოზიტიურად უნდა ვუყუროთ”

ვალდესი: “მომავალს პოზიტიურად უნდა ვუყუროთ”

“სტემფორდ ბრიჯზე”, ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის ფარგლებში გამართული შეხვედრა “ჩელსისა” და “ბარსელონას” შორის, ინგლისელების მინიმალური ანგარიშით გამარჯვებით დასრულდა – 1:0.

 

მიუხედავად იმისა, რომ მთელი თამაშის განმავლობაში მოედანზე კატალონიელები დომინირებდნენ, შეხვედრის ერთადერთი გოლი მაინც მათ კარში გავიდა. პირველი ტაიმის დამატებულ წუთებზე ვალდესის კარის აღება დიდიერ დროგბამ მოახერხა.

 

“დღეს კარგად ვთამაშობდით, ვქმნიდით სახიფათო მომენტებს მეტოქის კართან, ამიტომ პოზიტიურად უნდა შევხედოთ მომავალს. მეტოქე თავს ძალიან სიღრმისეულად იცავდა, მაგრამ მაინც მოვახერხეთ საფრთხის შექმნა მათ კართან. გუნდს სწამს არჩეული ტაქტიკის და “კამპ ნოუზე” გამარჯვების. მინდა ავღნიშნო, რომ “ჩელსისთან” მატჩში არ ვფიქრობდით “რეალთან” დაპირისპირებაზე.”- განაცხადა ვიქტორ ვალდესმა.

 

შეგახსენებთ, რომ “ბარსელონასა” და “ჩელსის” საპასუხო შეხვედრას 24 აპრილს “კამპ ნოუ” უმასპინძლებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში