მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დე ხეა “ბარსელონას” აფრთხილებს

დე ხეა “ბარსელონას” აფრთხილებს

ს.კ  “მანჩესტერის” მეკარემ, დავიდ დე ხეამ, ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გასამართი 1/2 ფინალური შეხვედრის შესახებ ისაუბრა. 

 

 “”ჩელსი” ძალიან ძლიერი კლუბია, განსაკუთრებით კი როდესაც ისინი მასპინძლის რანგში არიან“.- აფრთხილებს დე ხეა კატალონიურ გრანდს. “”ბარსელონას” ელოდება რთული მატჩი, მაგრამ თუ ისინი თავიანთ დონეზე ითამაშებენ მაშინ ფინალისკენ გზა ხსნილი იქნება.”

 

  რაც შეეხება საკუთარ გუნდს, დე ხეამ განაცხადა: ” ჩვენ ახლოს ვართ პრემიერ ლიგის მოგებასთან, მაგრამ წინ კიდევ ოთხი შეხვედრა გვაქვს ჩასატარებელი – ერთ-ერთი მათგანი “მანჩესტერ სიტი”-სთან. ეს შანსი ძალზედ რეალურია და ჩვენ უნდა გამოვიყენთ ის.”

 

  დე ხეა ისევ შეეხო პრიმერა დივიზიონს და განაცხადა: “”რეალი” ახლოსაა პრიმერას მოგებასთან, რადგან მათ კატალონიური გრანდი ოთხი ქულით ჰყავთ ჩამოტოვებული. შაბათს გამოვლინდება მათ შორის უძლიერესის ვინაობა.”

 

  შეგახსენებთ, რომ დაპირისპირება კატალონიის “ბარსელონასა” და მადრიდის “რეალს” შორის, შაბათს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში