მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავი: ”სათამაშოდ მზად ვარ”

ჩავი: ”სათამაშოდ მზად ვარ”

ჩავი, რომელიც ”ლევანტესთან” შეხვედრაში პირველი ტაიმის დასურლების შემდეგ შეცვალეს ტრავმირებული არ არის და ”ჩელსისთან” სათამაშოდ მზადაა.

”სიუტატ დე ვალენსიაზე” გამართულ შეხვედრაში ისააკ კუენკამ შესვენებაზე შეცვალა ჩავი. ცვლილებამ კატალონიური კლუბის გულშემატკივრები შეაშინა, რომლებმაც იფიქრეს, რომ ”გენერალმა” ტრავმა მიიღო. სიტყვებმა, რომლებიც პეპმა მატჩის შემდეგ განაცხადა ყველა დაამშვიდა, რომელმაც თქვა: ”ჩავი მხოლოდ ტაქტიკური გადაადგილებების გამო შევცვალე”.

კატალონიური ”სპორტი” დაუკავშირდა თავად ფეხბურთელს და დაადგინა, რომ ის მწყობრშია. ჩავი ძალიან მოტივირებულია ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის წინ, რომელიც ოთხშაბათს ”სტემფორდ ბრიჯზე” გაიმართება და მას ძალიან სურს გუნდისთვის დახმარების გაწევა და წარმატების მიღწევა.

ჩავის ”ლევანტესთან” მატჩში ძირითადში გამოჩენა სიურპრიზი იყო. ჩავი შემდეგ სამ შეხვედრაში გუნდის უმნიშვნელოვანესი ფიგურა იქნება და ყველა ფიქრობდა, რომ ის ”ლევანტესთან” დაისვენებდა. ასეთივე სიტუაციაში იყო ინიესტა, რომელიც მოედანზე 53-ე წუთზე შევიდა. ორივე ლონდონში სათამაშოდ მზადაა და შეეცდებიან გუნდის წარმატებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში