მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დავიდ ლუისმა შეიძლება ”ბარსასთან” ვერ ითამაშოს

დავიდ ლუისმა შეიძლება ”ბარსასთან” ვერ ითამაშოს

”ჩელსის” ბრაზილიელი მცველის, დავიდ ლუისის მონაწილოება 18 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში, ”ბარსელონასთან” გასამართ შეხვედრაში დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა.

ეს დაკავშირებულია ტრავმასთან, რომელიც ფეხბურთელმა ინგლისის თასის 1/2 ფინალში, ლონდონის ”ტოტენჰემთან” შეხვედრაში მიიღო, რომელიც საბოლოოდ ”ჩელსის” გამარჯვებით (5:1) დასრულდა.

”დავიდ ლუის მყესების ტრავმა აქვს. 16 აპრილს ის სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც ზუსტი ინფორმაცია გვექნება. მისი მონაწილეობა უახლოეს შეხვედრაში კითხვის ნიშნის ქვეშ იმყოფება” – განაცხადა მატჩის შემდეგ პრეს-კონფრენციაზე ”ჩელსის” დროებითმა მწვრთნელმა, რობერტო დი მატეომ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში