მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესი: “დღე, როდესაც მოვისურვებ “ბარსადან” წასვლას, არასოდეს დადგება”

მესი: “დღე, როდესაც მოვისურვებ “ბარსადან” წასვლას, არასოდეს დადგება”

კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელმა, ლიონელ მესიმ, კიდევ ერთხელ აღიარა, თუ როგორ უყვარს მისი ამჟამინდელი კლუბი. როგორც მისი კომენტარიდან ჩანს, არგენტინელი ვარსკვლავი სწორედ ლურჯ–ბროწეულისფერ მაისურშივე დაასრულებს კარიერას.

 

“არასოდეს მიფიქრია ცხოვრებაზე “ბარსელონას” გარეშე. ჩემი გული აქ არის და ამ გუნდს ეკუთვნის. ის დღე, როდესაც მოვისურვებ აქედან წასვლას, არასოდეს დადგება. ნამდვილად მართალია ის, რომ მომავალზე საუბარი არ შეიძლება და არავინ იცის რა მოხდება, თუმცა თუ ყველაფერი ჩემზე იქნება დამოკიდებული, დიდი სიამოვნებით დავასრულებ კარიერას “ბარსაში”. ძალიან მიყვარს ინგლისური პრემიერ–ლიგის მატჩების ცქერა. იქ ყველა ემოციურად, მთელი გულით თამაშობს. ამის მიუხედავად იმის პატარა შანსიც კი არ არსებობს, რომ რომელიმე ინგლისურ კლუბში გადავიდე, რადგან “ბლაუგრანას” დატოვება ურთულესი იქნება. ამიტომ ეს ვარიანტი არც კი განიხილება.” –ციტირებს მესის სიტყვებს ინგლისური გამოცემა The Sun–ი.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში