ესპანეთის ნახევარმცველმა, ცესკ ფაბრეგასმა და თავდამსხმელმა, ფერნანდო ტორესმა, მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე რაუნდის მატჩი ჰონდურასის წინააღმდეგ, შეიძლება ძირითად შემადგენლობაში დაიწყონ. შეგახსენებთ, რომ შვეიცარიასთან მატჩისას ორივე მათგანი სათადარიგოთა სკამზე იჯდა. ჯერჯერობით ესპანეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ვისენტე დელ ბოსკეს არაფერი უთქვამს მომავალი მატჩის შესახებ. “ლა როხას” გუშინდელ ვარჯიშში მონაწილეობა არ მიიღეს სერხიო რამოსმა და ანდრეს ინიესტამ.
წყარო: sports.ru
