“ბარსელონას” მცველმა ერიკ აბიდალმა ბრწყინვალედ გადაიტანა ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია, იტყობინება მისი მეუღლე ჰაიეტ აბიდალი. რამდენიმე საათის წინ, კლუბის პრეზიდენტმა სანდრო როსელმა მოკლე განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ერიკიც და მისი ნათესავიც თავს კარგად გრძნობენ და გამოჯანმრთელება კარგად მიმდინარეობს. სანდროს მეტი ინფორმაცია არ გაუმხელია ჟურნალისტთათვის, რადგან როგორც თავად თქვა, ფეხბურთელის ოჯახს არ სურს ჯერ–ჯერობით ეს.
სულ ახლახანს უკვე ჰაიეტ აბიდალმა გამოაქვეყნა პოსტი მისი ქმრის “ფეისბუქის” გვერდზე. გთავაზობთ ამ კომენტარს:
გამარჯობა ყველას!
მე ჰაიეტ აბიდალი ვარ, ერიკის მეუღლე.
მე სწორედ მისი მოთხოვნით გწერთ “ფეისბუქზე” წერილს.
ერიკს და მის ნათესავ ჯერარდს გუშინ გაუკეთდათ ოპერაცია და ჯერ–ჯერობით ყველაფერი კარგადაა!
მას სურს, რომ ყველას მადლობა გადაგიხადოთ თქვენი წერილებისთვის, მხარდაჭერისთვის და იმ ძალისთვის, რასაც მას ანიჭებთ.
უღრმესი მადლობა!
