მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლუის გარსია: ”გუნდს ცვლილებები სჭირდება”

ლუის გარსია: ”გუნდს ცვლილებები სჭირდება”

”ხეტაფეს” თავკაცი, ლუის გარსია ინტერვიუში მის მეტოქეზე და მისი გუნდის ძალებზე ისაუბრა.

 

”ხეტაფე” ”ლა ლიგაში” ძალიან ჩამოქვეითდა. მადრიდულ კლუბს კვლავ შეუძლია გამარჯვებისთვის ბრძოლა”. ლუის გარსიამ განაცხადა: ”მატჩი ”ბარსასთან” ძალიან რთულია. ასევე გუნდს სახლში ჩატარებული მატჩებიდან თითქმის ყველა აქვს მოგებული. დღეს ჩვენ წარმატების მიღწევა ძალიან გაგვიჭირდება. მე გუნდში რამდენიმე ცვლილებას ვაპირებ. ”ბარსას” ნახევარმცველები შეუდარებელები არიან. ჩვენ მათთან თამაში გაგვიძნელდება. დღესაც შესაძლოა ”ბარსამ” სამი მცველით ითამაშოს. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ კონტრშეტევებზე ვითამაშოთ”. 

 

და ბოლოს ლუის გარსიამ შეაჯამა: ”ჩვენ თამაში გვიწევს დიდ გუნდთან, თანაც მათ საკუთარ კედლებში. ”ბარსა” დღეს ბოლომდე იბრძოლებს და ყველაფერს გააკეთებს მოსაგებად. მათ სიძლიერეში ეჭვი უკვე აღარავის ეპარება. მათ არც მოტივაცია აკლიათ. ისინი ჩემპიონობისთვის იბრძვიან. ასე რომ მათ ყოველი ქულა ჰაერივით სჭირდებათ. ამას ისიც ემატება, რომ სხვაობა ”რეალსა” და ”ბარსას” შორის ნელ-ნელა მცირდება” – დაასრულა ”ხეტაფეს” თავკაცმა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში