ბრაზილიური ფეხბურთის კონფედერაციის დირექტორმა ანდრეს სანჩესმა სიტყვები არ დაიშურა კატალონიის “ბარსელონას” დასამცირებლად. სანჩესის თქმით, “ლურჯ–ბროწეულისფერთა” საბავშვო საფეხბურთო სკოლა საერთოდ არ არის იმ დონის, როგორსაც უმეტესი სპორტის მოყვარული ხედავს მას.
“ეს ზღაპრები “ბარსელონას” ჩინებულ სკოლაზე და იმაზე, რომ იქ ვარსკვლავების დინებაა–მხოლოდ ყბედობაა და მეტი არაფერი. ახლა მათ უბრალოდ ტალანტური ფეხბურთელები ჰყავთ, რომლებიც, როგორც ეძახიან, ოქროს თაობის წარმომადგენელნი არიან. რა მოიგო “ბარსელონამ” 5–6 წლის წინ? არაფერი! რას მოიგებს “ბარსელონა” 5–6 წლის შემდეგ? არაფერს! იმიტომ რომ მესის, ჩავის და ინიესტას უკვე ლურსმნებზე ექნებათ დაკიდებული ბუცები, ან კარიერის პიკში იქნებიან და ახლოს იქნებიან ფეხბურთიდან წასვლასთან. ეს არის და ეს.” –ციტირებს სანჩესის სიტყვებს “ტივი გაზეტა”.
