მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
”ბარსელონა” – ”ხეტაფე”. გვარდიოლა მატჩის წინ

”ბარსელონა” – ”ხეტაფე”. გვარდიოლა მატჩის წინ

”ბარსელონას” მწვრთნელმა ყველას შეახსენა, რომ პრიმერას ისტორიაში ”რეალისთვის” 10 ქულა არავის ამოუქაჩავს და ასევე დაამატა, რომ ”ბარსას” უდიდესი სამუშაო ელის და სამუშაო ”ხეტაფესთან” მატჩში იწყება.

გვარდიოლამ სცადა გულშემატკივრების და ფეხბურთელების დამშვიდება, რომლებიც შეიძლება მოდუნდნენ ”რეალთან” სხვაობის 4 ქულამდე შემცირების გამო: ”ჩემპიონობის მოპოვება ფაქტიურად კვლავ შეუძლებელია. ახლა გვეჩვენება, რომ თითქოს მიზანს მივაღწიეთ, მაგრამ რეალობაში 4 ქულა მაინც ძალიან ბევრია. გასაგებია, რომ გულშემატკივრებმა დაიწყეს გამოთვლები, ამას ჩვენც ვაკეთებთ, მაგრამ მხოლოდ საკუთარ თავზე. მე არ მაინტერესებს ისინი, ვინც 600 კილომეტრით იქეთ ფიქრობენ”.

პრიორიტეტი ”ხეტაფე”

თემის გაგრძელებისას პეპმა აღნიშნა: ”რეალს” კიდევ შეუძლია ქულების დაკარგვა, ”ბარსას” კი არა. თუკი ჩემს ფეხბურთელებს ჩემპიონობის მინიმალური შანსის შენარჩინება სურთ დარჩენლი 7 შეხვედრაში უნდა იმარჯვონ დამატებით იმ ცხრაზე, რაც უკვე მოვიპოვეთ. ჩვენი დავალება ისაა, რომ ხვალ (დღეს. რედ.) ”ნოუ კამპზე” ჩამოვა ლუის გარსიას ”ხეტაფე”. ამ გუნდთან თამაში ყოველთვის რთულია, რადგან ისინი დაცვაში შესანიშნავ სამუშაოს ასრულებენ. მათ უკვე დაგვამარცხეს პირველი წრის შეხვედრაში”.

გვარდიოლამ ყველას თხოვნით მიმართა: ”გთხოვთ არ შეაშინოთ ჩემი ფეხბურთელები იმ სიტუაციით, რაც არის. სეზონის ბოლოს ჩვენ დიდი სირთულეები გვაქვს, იმაზე მეტი, ვიდრე 10 ქულიანი ჩამორჩენისას იყო. თუკი ისინი შეხვედრებისთვის მზად არ იქნებიან საქმეები კარგად ვერ წავა. შორიდან შეიძლება ისე მოჩანს, რომ ”ბარსას” ადვილი თამაშები ელის”.

პეპმა ცალკე ფეხბურთელებისთვისაც გააკეთა განცხადება: ”ფეხბურთელებმა იციან, თუ რა ველაპარაკე მათ და ხვდებიან რა უნდა გააკეთონ სეზონის ბოლომდო – ნაკლები იცინონ და მეტი ირბინონ. გამარჯვებისთვის უფრო სწრაფად უნდა ირბინო, ხოლო როცა შედეგს მიიღებ შემდეგ უნდა იცინო. ყველა ამბობს, რომ ამ სეზონში აღარ დავმარცხდებით, მაგრამ ამან ფეხბურთელებს ცუდი სამსახური შეიძლება გაუწიოთ, რადგან მათ არაერთი სირთულე ელით”.

პიკე და ალვესი საეჭვოა

პეპმა პიკეს და ალვესის შესახებ განაცხადა, რომ ორივეს თამაში საეჭვოა ”ხეტაფესთან” შეხვედრაში. გვარდიოლა გადაწყვეტილებას ბოლო ვარჯიშის შემდეგ მიიღებს, რომელიც მატჩის დღეს გაიმართება. ასევე მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს სესკ ფაბრეგასი, რომელსაც 5 ყვითელი დაუგროვდა: ”სესკი ვერ ითამაშებს და მას არ აქვს თამაშის უფლება”.

ჩემპიონთა ლიგა

გვარდიოლა ფრთხილია ჩემპიონთა ლიგის შეხვედრის წინ: ”ჩვენ შეიძლება დავმარცხდეთ ლა ლიგაში და ”ჩელსიმ” გამოგვთიშოს ჩემპიონთა ლიგიდან. ჩვენ ამ კუთხით განათლებულები არ ვართ. უაზრობაა იმის თქმა, რომ ”ჩელსის” აუცილებლად დავამარცხებთ. ჩვენ ვზეიმობთ მხოლოდ იმას, რასაც ვაღწევთ. ჩვენ უნდა ვიყოთ შეუმჩნევლები და ვიმუშაოთ. 2 მატჩიან დაპირისპირებაში ჩვენ ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან ”ჩელსის” ძალიან ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს. ისინი საშინლად ძლიერი მეტოქეები იქნებიან”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში