მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ალვესმა გუნდთან ერთად ივარჯიშა

ალვესმა გუნდთან ერთად ივარჯიშა

ბრაზილიელს კვლავ აწუხებს ბარძაყის კუნთი, თუმცა მან დღეს თანაგუნდელებთან ერთად ივარჯიშა. პიკე კი განცალკევებით ვარჯიშობდა. გვარდიოლა ”ხეტაფესთან” მატჩისთვის მზადებას პირველი გუნდის წევრებთან და ბარტრასთან, მუნიესასთან, მონტოიასთან და ტელიოსთან ერთად გადის.

გუნდმა დღეს მორიგი ვარჯიში გამართა ”ხეტაფესთან” მატჩის წინ. დანი ალვესმა თანაგუნდელებთან ერთად ივარჯიშა. სესიაში მონაწილეობას ასევე იღებდა იბრაჰიმ აფელაი, რომელიც კვლავ ფიზიკურ მონაცემებს იღდგენს.

4 სარეზერვო გუნდიდან

”ბარსელონა ბ”-დან გუნდთან ერთად ვარჯიშობდნენ მარკ ბარტრა, მარკ მუნიესა, მარტინ მონტოია და კრისტიან ტელიო. საფინალო ვარჯიში ”ხეტაფესთან” მატჩამდე ხვალ, 12 საათზე გაიმართება.

                                  [media=http://www.youtube.com/watch?v=1lpsWROy4RA]

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში